როგორც ადგილიდან თვითმხილველმა აცნობა, თანასოფლელმა თანასოფლელს ცივი იარაღით ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
რა გახდა კონფლიქტის დაწყების კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
(imedi)
