ქვეყანაში ბოლო 24 საათში 437 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 712 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 922, პისიარტესტით – 10 790.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 282 260 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 273 604 გამოჯანმრთელდა, 3 785 კი გარდაიცვალა.
