ამ ეტაპზე საუბარი არ არის შეზღუდვების აღდგენაზე. ამ ეტაპზე საუბარია არსებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრ კონტროლზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს მისცა დავალებები, რომ უფრო მეტად გამკაცრდეს აღსრულებაზე კონტროლი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 281 145 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 272 899, გარდაიცვალა 3 773 პაციენტი.
(imedi)
.jpg)