InterPress.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა საღამოს მოხდა.
მოსახლეობის თქმით, უბედური შემთხვევის მიზეზია ერთ-ერთმა მხარემ მეორეს ავტომობილით გზა არ მისცა.
არსებული ინფორმაციით, ორი დაზარალებული დაახლოებით 20-25 წლისაა. დაზიანება ერთი მათგანის ყელის არეში, მეორეს კი გულმკერდის არეში და ფეხებშია მიყენებული. დაზარალებულები მარნეულის ავერსის კლინიკაშია გადაყვანილები.
მარნეულის ავერსის კლინიკის ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია.
InterPress.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა და როგორც გვითხრეს მომხდარის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ.
ამასთან, შულავერის ერთ- ერთმა მკვიდრმა InterPress.ge- ს ინფორმაცია მიაწოდა,რომ დამნაშავეები უკვე დააკავებულები არიან.
.jpg)