InterPress.ge- ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეები კომპანია "აქელიკს" აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები კომპანია "აქელიკის" მიერ ხელფასების გადაუხდელობას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ კომპანიას ხელფასები 4 თვის განმავლობაში არ გადაუხდია. ამ მიზეზის გამო, აქციის მონაწილეებმა მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა და 4 თვის ხელფასის გადახდა მოსთხოვეს.
მოგვიანებით, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი აქციის მონაწილეებს შეხვდა და აღნიშნა, რომ იგი ამ პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობას მიიღებს.
ზაურ დარგალმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალი კვირის ორშაბათს 10:00 საათზე კომპანია "აკელიკი", ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ზაურ დარგალი აქციის მონაწილეებთან შეხვედრას გამართავს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქცია მარნეულის მუნიციპალიტეტის წინ 4 მარტს ალექიკის მიერ ხელფასების გადაუხდელობის გამო გაიმართა.
