თბილისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს შაბათ-კვირას - 10:00-დან 17:00 საათამდე მიიღებენ, ხოლო ქუთაისის იუსტიციის სახლი მხოლოდ შაბათს - 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს.
აღნიშნულ ფილიალებში შაბათ-კვირას, ისევე როგორც პანდემიამდე პრიოდში, შესაძლებელი იქნება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარკვეული კატეგორიის სერვისების მიღება. მომსახურების სრული ჩამონათვალი იხილეთ ვებგვერდზე: (http://psh.gov.ge/main/page/7/558)
იუსტიციის სახლებში სერვისის მიღება კვლავ წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი პორტალიდან – my.gov.ge. ელექტრონული სისტემა მომხმარებელს სერვისს ხუთ ენაზე სთავაზობს - დაინტერესებული პირი ვიზიტის დაჯავშნას ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეძლებს.
(report)
