ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციის ორი თვით ადრე დაანონსება მიუთითებს იმაზე, რომ რთულ მდგომარეობაში არიან, რაღაც უჭირთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ჩვენი დასავლელი მეგობარი აშშ, ევროკავშირი ცალსახად მოუწოდებს ოპოზიციას, რომ უფრო პასუხისმგებლიანი იყვნენ, შევიდნენ პარლამენტში და პარლამენტის ფორმატში გააგრძელონ მოღვაწეობა.
„ამის ფონზე, ნაცვლად იმისა, რომ იფიქრონ პარლამენტში შესვლაზე, ორი თვით ადრე აანონსებენ საპროტესტო აქციას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. როგორც ჩანს, რაღაც უჭირთ, პრობლემები აქვთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
(imedi)
