მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო ცვლილებების ინიცირება შეთანხმების მისაღწევად საკმარისი არ არის. „ლელოს“ ლიდერის აზრით, 6 პუნქტის ცალ-ცალკე განხილვას პერსპექტივა არ აქვს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარება, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების თემა და უამრავი სხვა საკითხი“, - განაცხადა ხაზარაძემ.
პარლამენტში დაინიცირდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს.
(imedi)
