26 მარტს დღე, აღმოსაველთ საქართველოს ბარში უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, საშუალო ტემპერატურა 13 გრადუსი იქნება. მთაში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. საშუალო ტემპერატურა 0-დან +4 გრადუსამდეა ნავარაუდევი.
26 მარტს გამოიდარებს დასავლეთ საქართველოს ბარშიც. ჰაერი, საშუალოდ, 14 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღე უემტესად, უნალექოდ ჩაივლის. თოვლს ელოდებიან დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებშიც. ღამით საშუალო ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით მაქსიმუმ +2 გრადუსამდე დათბება.
27 მარტს კი აღმოსავლეთ საქართველოს ბარში წვიმაა მოსალოდნელი. საშუალო ტემპერატურა 10 გრადუსი იქნება. მთაში კი +5 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი.
27 მარტს უხვი ნალექია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს ბარში. საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 10-11 გრადუსი იქნება. მთაში მოსალოდნელია თოვლი, ტემპერატურა ღამით -2, ხოლო დღისით მაქსიმუმ +4 გრადუსი დაფიქსირდება.
28 მარტს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ისევ გამოიდარებს, დღე უნალექოდ ჩაივლის, ხოლო ტემპერატურა 10-12 გრადუსი იქნება. მთაში ღამით მოთოვს, ხოლო დღე უნალექოდ ჩაივლის. ტემპერატურა მაქსიმუმ +5 გრადუსამდე გათბება.
28 მარტს აღმოსავლეთისგან განსხვავებით, კვლავ წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება დასავლეთ საქართველოს ბარში. ჰაერი მაქსიმუმ +10 გრადუსამდე გათბება. მთაში ღამით მოთოვს, ხოლო დღე უმეტესად, უნალექოდ ჩაივლის, ტმპერატურა +2 გრადუსი დაფიქსირდება.
report.ge
