Pfizer-ის ვაქცინა გადანაწილდება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში - 1 კლინიკა ბათუმში, 1 ქუთაისში და 4 კლინიკა თბილისში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. თბილისის კლინიკებია: „ბოკერიას კლინიკა“, „რესპუბლიკური საავადმყოფო“, „ამტელის კლინიკა“ და „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, ბათუმში „რესპუბლიკური საავადმყოფო“, ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის „ევექსის კლინიკა“.
მინისტრის თქმით, ჩამოვიდა ზუსტად იმდენი დოზა, რამდენსაც ელოდნენ - 29,500, რომელიც 14,000 ადამიანზე გადანაწილდება.
„როგორც იქნა Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია, ის რაოდენობა, რასაც ველოდით, 29,500 ცალი, ამ დოზებს გამოვიყენებთ 14,000 პირისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ Pfizer-ით ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრული არის და პირველი ვაქცინის შემდეგ, 3-4 კვირაში მე-2 ვაქცინა კეთდება, აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დოზებს გავყოფთ და არ მოხდება როგორც „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, მე-2 ნაკადზე დალოდება და ამით ჩვენს მოქალაქეებს რისკი არ შეექმნებათ. მნიშვნელოვანი არის ასევე ის, რომ ეს ვაქცინა გადანაწილდება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში, 1 კლინიკა ბათუმში, 1 ქუთაისში და 4 კლინიკა თბილისში. თბილისის კლინიკებია: „ბოკერიას კლინიკა“, „რესპუბლიკური საავადმყოფო“, „ამტელის კლინიკა“ და „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, ბათუმში „რესპუბლიკური საავადმყოფო“, ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის „ევექსის კლინიკა“, - განაცხადა ტიკარაძემ.
24 მარტს საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები ჩამოვიდა.
(imedi)
