შემდეგი ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, ჩინური იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დღეს „იმედის დილაში“ განაცხადა.
„ჩინური ვაქცინით ვაპირებდი აცრას, რადგან აქაც კითხვები არსებობს. ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ჩინური ვაქცინის შემოტანას. ჩვენ დავიცავით პრინციპი, რომ ვაქცინა უნდა იყოს მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან აღიარებული. ეს ვაქცინა ამ ეტაპზე აღიარებულია. შესაბამისად ჩვენ გვაქვს იმის საფუძველი, რომ გამოყენებისთვის უსაფრთხოდ ჩავთვალოთ. ჩინური ვაქცინა საქართველოში მალე ხელმისაწვდომი იქნება“, - აღნიშნა ტიკარაძემ.
საქართველო Pfizer-ის ვაქცინას დღეს მიიღებს.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.
(imedi)
