InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 7 დღის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 8%-ით და მსხვერპლის რიცხვი 3%-ით გაიზარდა.
არსებული ინფორმაციის თანახმად, უკვე მეოთხე კვირაა მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა აღინიშნება.
პლატფორმა worldometers-ის ინფორმაციით კი, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის 124.8 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 2.7 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.
