კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ფუად მურადოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და პოლიტიკური ურთიერთობებზე და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებთან დაკავშირებული საკითხებში დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის პოზიციაზე ისაუბრა- ინტერვიუ

82
დიასპორასთან  მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ  ფუად მურადოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და პოლიტიკური ურთიერთობებზე და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებთან დაკავშირებული საკითხებში დიასპორასთან  მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის პოზიციაზე ისაუბრა- ინტერვიუ
მოსასმენად დააჭირეთ

დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ფუად მურადოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და პოლიტიკური ურთიერთობებზე და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებთან დაკავშირებული…

დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ფუად მურადოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და პოლიტიკური ურთიერთობებზე და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებთან დაკავშირებული საკითხებში დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის პოზიციაზე ისაუბრა.

InterPress.ge-ს ცნობით დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ფუად მურადოვმა ამ თემებზე კითხვებს უპასუხა.

მან ასევე, კომიტეტის საქმიანობაზე ყარაბაღის მეორე ომის დროს, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო, კომიტეტის დახმარებაზე პანდემიის დროს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებისთვის და ა.შ. ისაუბრა.

გთავაზობთ ინტერვიუს:

დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ფუად მურადოვი: ”საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან დაკავშირებული საკითხები დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის პრიორიტეტებს წარმოადგენს”.

ბატონო ფუად, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრულ ურთიერთობებს ღრმა ისტორია აქვს. საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან დაკავშირებული საკითხები ყოველთვის ორი ქვეყნის ლიდერების ყურადღების ცენტრში გახლდათ. გთხოვთ, ამასთან დაკავშირებით გამოთქვათ თქვენი აზრი.

მინდა ჩემი ინტერვიუ დავიწყო ბატონი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძნული მოსაზრებით, რომელიც ნათლად ასახავს ჩვენი ქვეყნების მდიდარ მემკვიდრეობას: ”აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში. საქართველო და აზერბაიჯანი მრავალეროვნული, მრავალკონფესიური ქვეყნებია. ეს არის ჩვენი დიდი განძი. ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები ყველა ერის წარმომადგენლები თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი ქვეყნების დღევანდელი და სამომავლო განვითარებისათვის. ”

მართლაც, დღეს ისტორიული მეგობრობის საფუძველზე ჩამოყალიბებული აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობები ახალ ეტაპზე კეთილმეზობლობის პირობებში დინამიურად ვითარდება. ორ ქვეყანასა და ხალხებს შორის ურთიერთობები სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ბრწყინვალე მაგალითადაა გადაქცეული და განადიდებს მშვიდობას.

საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან დაკავშირებული საკითხები ყოველთვის ქვეყნის ხელმძღვანელობის ყურადღების ცენტრშია და ამავე დროს იგი დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების ღრმა ისტორიასთან ერთად, ურთიერთობების ისტორიაში ყოველწლიურად ახალ-ახალი გვერდები იწერება. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი ხალხებს კიდევ უფრო აახლოვებს. მას საფუძველი ჩაეყარა გენიალური ლიდერის ჰეიდარ ალიევის მხრიდან და ახლაც აღმავალი ხაზზე გრძელდება. ამჟამად ეს პოლიტიკა ჩვენი სახელმწიფოს მეთაურის ბატონი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მხრიდან წარმატებით გრძელდება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოფიციალური შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან აძლიერებს რწმენას ორ მეგობარ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების ამის შემდეგაც კიდევ უფრო განვითარების შესახებ.

დაიწერება წიგნები, გადაიღებენ ფილმებს აზერბაიჯანის არმიის ოკუპანტი სომხეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ 27 სექტემბერს განხორციელებული კონტრშეტევის ოპერაციაში მოპოვებულ ბრწყინვალე გამარჯვების თაობაზე. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია სამამულო ომის დროს კომიტეტის საქმიანობის შესახებ.

სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრონტზე ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი იყო ქვეყნის პრეზიდენტის, უმაღლესი მთავარსარდლის ილჰამ ალიევის მხრიდან ბოლო 17 წლის განმავლობაში განხორციელებული ძლიერი სახელმწიფოს, ძლიერი არმიის სტრატეგია, ეროვნული ერთიანობა და ჩვენი მეომრების ძლიერი ენთუზიაზმი.

ჩვენს შეიარაღებულ ძალებზე საუბრისას, ვისურვებდით ერთი მომენტი ხაზგასმით აღვნიშნოთ. ასე, რომ აზერბაიჯანმა ბრძოლებში განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ყველაზე თანამედროვე იარაღის გამოყენების სტრატეგიას, რომელიც სამხედრო ისტორიაში სიახლის სახით შევიდა. შედეგად, მან სწრაფად მიიწია წინ, გაწმინდა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები მტრისგან, გაანადგურა მათი მთელი სამხედრო ტექნიკა და სერიოზული დარტყმა მიაყენა მის ცოცხალ ძალას. ამით აზერბაიჯანის არმიამ გამარჯვებული უმაღლესი მთავარსარდლის ხელმძღვანელობით გააკეთა ის, რისი გაკეთებაც არ შეძლეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა მთელი 30 წლის მანძილზე.

44-დღიანი სამხედრო ოპერაციების პერიოდში საზღვარგარეთ მყოფმა თანამემამულეებმა განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, მოსაზრებისა, საცხოვრებელი ქვეყნისა, სამუშაო ადგილისა, გამოავლინეს ეროვნული ერთიანობა და თავიანთი სრული შესაძლებლობებით მხარში ამოუდგნენ ჩვენს სახელმწიფოს და არმიას. მათ არამარტო მატერიალური და ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნეს არმიას, დაჭრილ ჯარისკაცებს, შეხიდების ოჯახებს, ფრონტის ხაზზე მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას, არამედ აჩვენეს დიდი ორგანიზება და თავგანწირვა ჩვენი ჭეშმარიტი ხმის მსოფლიოსთვის მიწოდების საქმეში. ჩვენმა ეროვნულმა ერთობამ ბრძოლებში აზერბაიჯანს დიდი გამარჯვება მოუტანა და ამრიგად, აზერბაიჯანელ ხალხთან და სახელმწიფოსთან ერთად, ჩვენი დიასპორა ახალ ეტაპზე გადავიდა. საქართველოში მცხოვრები თანამემამულეების ჩათვლით საზღვარგარეთ მცხოვრები თემებისა და დიასპორული ორგანიზაციების მხრიდან მრავალი დახმარების აღმოჩენის, დიასპორის პოზიციიდან ჩვენი ეროვნული ერთიანობის უზრუნველყოფისა და მსოფლიო საზოგადოებისადმი სომხური თაღლითობებისა და აზერბაიჯანული რეალობების მიწოდების საქმეში აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის მნიშვნელოვანი როლი სადავო არაა.

პანდემიის პერიოდში როგორ დაამყარა დიასპორის კომიტეტმა ურთიერთობა საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან და რა დახმარება გაუწია მათ?

ვიტყოდი, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ, დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი აზერბაიჯანული სახლების, საკოორდინაციო საბჭოებისა და საზღვარგარეთ მცხოვრები დიასპორული ორგანიზაციების მეშვეობით ყველა შესაძლო საშუალების მობილიზებას ახორციელებდა და ყოველთვის ჩვენი თანამემამულეების გვერდით იდგა. კომიტეტი ასევე მონაწილეობდა ათასობით ჩვენი თანამემამულის სამშობლოში დაბრუნების საქმეში. ამავე დროს, კომიტეტი ყოველთვის აქცევს ყურადღებას ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ საზღვარგარეთ, განათლების სამინისტროსა და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, აწყობს შეხვედრებს მათთან და მუდმივად უჭერს მხარს მათი პრობლემების მოგვარებაში.

პანდემიის პირველივე დღიდან კომიტეტმა ინდივიდუალური მიდგომა გამოავლინა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის მიმართ, არა მხოლოდ 24 საათიანი „ცხელი ხაზით“, არამედ პერსონალის გაგზავნით პანდემიით დაზარალებულ ქვეყნებში. თანამოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების პროცესში კომიტეტის ოფიციალურმა პირებმა ახლო მონაწილეობა მიიღეს, მატერიალური და მორალური დახმარება აღმოუჩინეს უცხოეთში მყოფ აზერბაიჯანულ ოჯახებს. თითოეულ შემოსულ მიმართვას დაწესებულება სენსიტიურად მოეკიდა.

საზღვარგარეთ მცხოვრები აზერბაიჯანელებიც დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ პანდემიისგან დაცვისა და მისი შედეგების მინიმიზაციის პროცესს, რომელიც ბატონი პრეზიდენტის უშუალო კონტროლს ექვემდებარება. ამან კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ილჰამ ალიევი არის არა მხოლოდ აზერბაიჯანში მცხოვრები მოქალაქეების, არამედ ყველა აზერბაიჯანელის პრეზიდენტი.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის მიღწევაა. კომიტეტის მიერ ამ მიმართულებით მხარდაჭერილი რომელი პროექტები განიხილება პრიორიტეტად?

2018 წლის ივნისში კომიტეტის დელეგაცია ეწვია საქართველოს. იგი შეხვდა რეგიონების ადგილობრივ მოსახლეობას, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, გაეცნო მათ პრობლემებსა და საზრუნავს, შეხვედრები გამართა აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელებთან და რიგ ოფიციალურ ორგანოებთან. შევისწავლეთ ჩვენი თანამემამულეების განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური პრობლემები. ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ინტეგრაციის მიღწევა ადგილობრივ საზოგადოებაში, რომელსაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ. იმიტომ, რომ მხოლოდ საზოგადოებასთან ინტეგრირებულ საზოგადოებას ძალუძს თავისი უფლებების დაცვა, ნორმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა, რომელმაც იცის იმ ქვეყნის ენა და კანონები, რომლის მოქალაქეც გახლავთ.

რა თქმა უნდა, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების პრობლემები მრავალი წლების განმავლობაში დაგროვილი, სსრკ-ს დაშლის შემდეგ შექმნილი ვითარების შედეგია და ჩვენს თანამემამულეებს პრობლემები აქვთ მიწის, განათლებისა და სხვა სფეროებში. ეს არ არის მოკლევადიან პერიოდში გადასაჭრელი საკითხები და გვწამს, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში ყველა პრობლემა თანდათანობით მოგვარდება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის გახსნაში, რომელიც შეიქმნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარება-განმტკიცების, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციაში დახმარების გაწევის, ამ პროცესებში საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის და ჩვენი თანამოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და მოზარდებისთვის მეცნიერებაში, განათლებაში, კულტურაში, სპორტში, სოციალურ და სხვა სფეროებში პროექტების განხორციელების მიზნით. ღონისძიების მონაწილეებს ჩვენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სალამი გადავეცით და აღვნიშნეთ, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა ურყევია და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება. განვაცხადე, რომ მარნეულში გახსნილი ინტეგრაციის ცენტრის შესახებ წინადადება ადგილობრივმა ახალგაზრდებმა წამოაყენეს. ცენტრის გახსნით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, განათლების, სპორტის და ა.შ. სფეროებში მიღწეულია ახალ-ახალი მიღწევები.

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები სახელმწიფოს ერთგულები, მშრომელები და პატრიოტები არიან. მჯერა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივი ძალისხმევით დიდ შედეგებს მოიპოვებენ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ინტეგრაცის საკითხში.

გვსურს, რომ საქართველოში ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით თქვენი შთაბეჭდილებები გაგვიზიაროთ.

ჩამოთვლილების გარდა, დელეგაციასთან ერთად ვეწვიეთ დმანისს და ჩავატარეთ არაერთი საინტერესო შეხვედრა. გავეცანით დმანისის სასწავლო ცენტრის საქმიანობას, რომელიც აშენებულია ჰეიდარ ალიევის ფონდის მხარდაჭერით.

აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ჰეიდარ ალიევის ფონდის მიერ შემოწირული 20 ინვალიდის ეტლის წარდგენა. ამავე დროს, მინდა ავღნიშნო, რომ ვიზიტის დროს ჰეიდარ ალიევის ფონდის სახელით ბოლნისისა და გარდაბნის რაიონებს საჩუქრად გადაეცათ ახალი თაობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანები.

ავღნიშნავ, რომ აზერბაიჯანის დელეგაცია ლაგოდეხის რაიონშიც იმყოფებოდა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში. ჩვენ ასევე ფართოდ ვისაუბრეთ აზერბაიჯანის სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ინტეგრირებისა და სოციალური პრობლემების გადასაჭრელად.

რეგიონებში მიღწეულ წარმატებებთან ერთად, არსებობს საერთო პრობლემებიც. სინამდვილეში, მე ამას პრობლემას არ დავარქმევდი, ეს მხოლოდ სამუშაოა ჩასატარებელი. ანუ, ჩვენი ენის დაცვა და შენარჩუნება, ჩვენი თანამემამულეების ინტეგრირება და არა ასიმილაცია, ყოველთვის აქტუალურია და როგორც კომიტეტი, ეს საკითხები ჩვენს წინაშე ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

აზერბაიჯანული სკოლების რიცხვის საზღვარგარეთ გაზრდის, ჩვენი ენის, ისტორიის, კულტურისა და ზოგადად ჩვენი ქვეყნის შესახებ თანამემამულეებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით ამჟამად კომიტეტი თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს. თუმცა შესრულებული სამუშაოები მხოლოდ სკოლებით არ შემოიფარგლება.

თქვენი ხელმძვანელობის ქვეშ მყოფ დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტს როგორი წვლილი შეაქვს აზერბაიჯანული დიასპორის საქმიანობასა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში?

მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობის პერიოდში აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევი ქვეყნის ლიდერად აირჩიეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან სისტემური სამუშაოების წარმოებისათვის, დიასპორის მშენებლობა გახდა სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ამ დარგზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო.

დიადი ლიდერის ჰეიდარ ალიევის მხრიდან 2002 წელს ხელი მოეწერა განკარგულებას „საზღვარგარეთ მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის“ შექმნის შესახებ. 2008 წელს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბ-ნ ილჰამ ალიევის ბრძანებით, საზღვარგარეთ მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის ბაზაზე დაარსდა დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი. ამ წლების განმავლობაში აზერბაიჯანელების ორგანიზების მიმართულებით გარკვეული სამუშაოები ჩატარდა, დამყარდა კონტაქტები დიასპორის ორგანიზაციებთან და მიღებულიქნა ერთობლივი სამოქმედო გეგმა. მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესები, ხალხებს შორის ჩქარი ინტეგრაციის ტენდენციების გაძლიერება, დღეს დიასპორასთან მუშაობის სფეროში უფრო ეფექტურად მუშაობის აუცილებლობას მნიშვნელოვანს ხდის.

თანამედროვე ეპოქაში დიასპორული ორგანიზაციები ხდებიან იმ ქვეყნების სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომლებიც იღებენ საგარეო პოლიტიკაზე ზემოქმედების შესაძლებლობებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების განვითარებაში. დიასპორების გავლენა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებზე პირდაპირ კავშირშია მათ შინაგან არსთან, სპეციფიკურ ხასიათთან. როგორც კონკრეტული კულტურის მატარებელი, გამოხატავენ ერის, ხალხის ან ეთნოსის ისტორიულ ინტერესებს. იმიტომ, რომ ყოველი ერის დიასპორა, განურჩევლად იმისა, თუ სად ცხოვრობენ ისინი მსოფლიოში, არამხოლოდ ცდილობენ დაიცვან საკუთარი უფლებები და თავისუფლებები, არამედ ცდილობენ ხელი შეუწყონ ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის განვითარებას, ისტორიული სამშობლოს შესახებ აზრის ჩამოყალიბებას, მის კეთილდღეობასა და განვითარებას.

როგორ აფასებთ კომიტეტის სტრატეგიული მიზნებისკენ განახლებულ სამოქმედო პროგრამას?

დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშვნის დღიდან, სტრატეგიული მიზნებისკენ მიმართული განახლებული პროგრამის ფარგლებში უკვე ინტენსიური ზომები იქნა მიღებული. იყო ვიზიტები თურქეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში, უკრაინაში, რუსეთში, საქართველოში, შვეიცარიაში, შვედეთში, ნიდერლანდებში, ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, იყო შეხვედრები ჩვენს თანამემამულეებთან და დიასპორის აქტივისტებთან, შესწავლილიქნა მათი პრობლემები და ხორციელდება პრაქტიკული ღონისძიებები. შეიქმნა აზერბაიჯანელთა საკოორდინაციო საბჭოები გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, შვედეთში, ნიდერლანდებში, სკანდინავიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დიასპორის ორგანიზაციებს შორის ერთიანობის უზრუნველსაყოფად და ჩვენი თანამემამულეების საერთო მიზნის მისაღწევად. ამავდროულად, ამ ქვეყნებში ჩატარდა კომიტეტის ოფიციალური პირების რიგი შეხვედრები ჩვენი თანამემამულეების დიასპორული საქმიანობის ეფექტურობის ასამაღლებლად და ლობირებაზე ეტაპობრივი გადასვლის მიმართულებების დასადგენად.

რა ნაბიჯები იდგმევა აზერბაიჯანელი ახალგაზრდობის ერთიანობის მთელს მსოფლიოში კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით?

ახალგაზრდული ქსელის მშენებლობის მიმართულებით არაერთი მდგრადი ნაბიჯი იდგმევა. კომიტეტის სტრუქტურაში შეიქმნა ახალგაზრდებთან მუშაობის ახალი განყოფილება. მსოფლიოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ახალგაზრდობის ერთიანობის შემდგომი განმტკიცების მიზნით გადადგმული ერთ-ერთი მორიგი ნაბიჯია „აზერბაიჯანის დიასპორის ახალგაზრდობის" ქსელის დაარსება „აზერბაიჯანის რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი“ დიასპორის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკის ფარგლებში, 37 ქვეყნიდან 140 ახალგაზრდის მონაწილეობით.

ერთი სიტყვით აუცილებელია ჩვენი თანამემამულეების ღრმად ინტეგრირება იმ ქვეყნების საზოგადოებაში, სადაც ისინი ცხოვრობენ, სულ უფრო აქტიური როლი შეასრულონ ამ ქვეყნების სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ეს ქმნის ხელსაყრელ პირობებს ჩვენი რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოების, მსოფლიოში აზერბაიჯანის რეალობის უკეთ წარმოჩენის, ჩვენი მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის. ამავდროულად, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში აზერბაიჯანის კულტურის ცენტრები და აზერბაიჯანულენოვანი სკოლები, რომლებმაც უკვე დაიწყეს ფუნქციონირება და მომავალში სხვა ქვეყნებშიც იგეგმება მათი გახსნა, კიდევ უფრო ზრდის ჩვენი დიასპორის შესაძლებლობებს. აზერბაიჯანის სახელმწიფოს მხარდაჭერა, ბ-ნ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ზრუნვა უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიმართ და ამ მიმართულებით მითითებები დიდ იმედს იძლევა, რომ ჩვენი დიასპორული ორგანიზაციები კიდევ უფრო გააძლიერებენ თავიანთ ძალისხმევას.

ბოლო წლების განმავლობაში კომიტეტი უფრო მეტად რომელი მიმართულებით არის ფოკუსირებული და თავის საქმიანობაში როგორი ინოვაციები განახორციელა?

საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით დამყარდა პირდაპირი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ს

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →