ექსპერტთა სხდომას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ხელმძღვანელობს. მინისტრი უხელმძღვანელებს ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრასაც.
"ვიმსჯელებთ, როგორი იქნება ის სქემა, რომლითაც ჩვენ შეუფერხებლად გავაგრძელებთ ვაქცინაციას პანდემიის დაძლევისთვის",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
შეხვედრების დასრულების შემდეგ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებების შესახებ გახდება ცნობილი.
(ipn)
