”ჩვენ საერთაშორისო დონეზე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ ჭეშმარიტების გადმოცემა მოგვიწია და ეს შევძელით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციებში და შევძელით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რაც ჩვენთვის სასარგებლოა და ასახავს ჭეშმარიტებას, ასახავს საერთაშორისო სამართალს და მასზე დაფუძნებულია. ”
InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჯიდირის დაბლობზე აზერბაიჯანის ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
”ეს იყო ჩვენი გამარჯვების სამართლებრივი საფუძველი, სამართლიანობის აღდგენის სამართლებრივი საფუძველი. ჩვენ უნდა შეგვეგროვებინა ეკონომიკური ძალა და ეს შევძელით. ბოლო წლების განმავლობაში, ალბათ, მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ აქვს ისეთი განვითარება, როგორც აზერბაიჯანისაა. ჩვენ სამხედრო ძალების შეგროვება მოგვიწია და ეს მიმართულება ჩვენთვის პრიორიტეტული იყო. შემთხვევითი არ არის, რომ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში სამხედრო ხარჯები ყოველთვის წინა პლანზე დგებოდა და მე ეს ვთქვი, ჩვენ განვაცხადეთ, რომ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი სამხედრო ხარჯების გაზრდა. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ომისთვის. ღიად განვაცხადე მთელ მსოფლიოს და ვუთხარი, რომ თუ მტერი ნებაყოფლობით არ დატოვებდა ჩვენს მიწებს, ჩვენ მტერს გავაძევებთ და ეს ასემოხდა”- თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
