"წელს ჩვენ ვზეიმობთ ნოვრუზს შუშაში, კერძოდ ჯიდირის დაბლობში. ეს არის ისტორიული მოვლენა. 2004 წლიდან ყოველწლიურად, როდესაც აზერბაიჯანის ხალხს ვულოცავ ნოვრუზ ბაირამს, ვამბობდი, რომ ჩვენ დავბრუნდებით მშობლიურ მიწებში. მე ვთქვი, რომ ჩვენ აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
InterPress.ge- ს ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, როდესაც ხალხს სიტყვით მიმართავდა შუშაში - ჯიდირის დაბლობში.
"მე ვთქვი, რომ ნოვრუზს ყარაბაღში ვიზეიმებთ ჩვენი მიწების განთავისუფლების შემდეგ და ეს დღეს დადგა. დღეს ჩვენ ნოვრუზს ვხვდებით ჩვენს ძველ ქალაქში, აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქ შუშაში. ეს არის ისტორიული მოვლენა. ეს დიდი ბედნიერებაა. ღმერთმა მოისმინა აზერბაიჯანელი ხალხის ლოცვა. ყოველწლიურად ალბათ ყველას ვფიქრობდით, ვამბობდით ერთმანეთს- იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ნოვრუზს აღვნიშნავთ ყარაბაღში, შუშაში. 28 წლის შემდეგ ჩვენ შუშაში დავბრუნდით. ჩვენ აქ ნოვრუზ ბაირამს და ისტორიული სამართლიანობას აღვნიშნავთ."- თქვა პრეზიდენტმა.
