ცნობისთვის, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,,ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მედდის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია გახდა.
27 წლის მეგი ბარბაქაძე პირველ საუნივირსიტეტო კლინიკაში მოათავსეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმების კონსილიუმი შედგა.
(report.ge)
