„დაგეგმილია ექსპერტებთან შეხვედრა. შემთხვევის შესწავლის პროცესი ხანგრძლივი არ იქნება. შესაძლოა, ამას 24 საათი დასჭირდეს. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ უმოკლეს ვადაში გავაკეთებთ. ასევე კვლევაში ჩავრთავთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კომიტეტსაც, რადგან ამ ტიპის შემთხვევები საერთაშორისო ანგარიშგებას ექვემდებარება. ბუნებრივია, ჩვენ მოვითხოვთ მათ ჩართულობასაც, რათა მიზეზშედეგობრივი ანალიზი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
(imedi)
