Imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი ადამიანი დააკავეს. დაკავების ღონისძიების მიმდინარეობისას, ბრალდებულებმა მიმალვა სცადეს, რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ეჭვმიტანილები ამჟამად დაკავებულები არიან.
