InterPress.ge-ს ინფორმაციით, სოფლის მკვიდრები სოფელში საყოფაცხოვრებო ნარჩენების პრობლემას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, არსებული მდგომარეობა ზაფხულში უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამის გარდა სოფლის შიდა ქუჩებში ნაგვის ურნების არ არსებობაზეც ისაუბრეს და ამბობენ, რომ ნაგვის ურნები მხოლოდ ცენტრალურ გზასთან დგას. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართეს, მათი მოთხოვნა,ადგილოვრივმა თვითმართველობამ,ამ დრომდე უპასუხოდ დატოვა.
InterPress.ge ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზს დავუკავშირდა. თუმცა,მათ, შესაბამისი კითხვებით მერიის ელექტრონულ მისამართზე გაგზავნა მოითხოვეს.ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ ადგილობრივი ხელისუფლებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი არ გაუკეთებიათ, ამით მათ ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი გულგრილობა აჩვენეს.



