მისივე თქმით, ახალი მიკროავტობუსები გადახდის ერთიან ინტეგრირებულ სისტემაში პირველი აპრილიდან ჩაერთვებიან.
„პირველი აპრილიდან ახალი მიკროავტობუსები ერთვებიან გადახდის ერთიან ინტეგრირებულ სისტემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უფასო გადაჯდომის 90-წუთიან რეჟიმში მოექცევიან ასევე ახალი მიკროავტობუსები. მგზავრობის საფასური იქნება 50 თეთრი როგორც ავტობუსში, ასევე მეტროში“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
(1TV)
