სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო PIA.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ხორცი დაკლული იყო სასაკლაოს გვერდის ავლით და წარმოადგენდა საკვებად უვარგისს.
სეს-ის ინფორმაციით, ხორცი დალუქულია და სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის ზედამხედველობით განადგურდება.
კანონმდებლობით დადგენილია, რომ პირუტყვი სასაკლაოზე დაიკლას და რეალიზაციისას ხორცს ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი ჰქონდეს.
