InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროდან განაცხადეს.
არსებული ინფორმაციით, 15 მარტის 20:00 საათის მონაცემებით, booking.moh.gov.ge პორტალზე ჯანდაცვის სექტორის 4202 მუშაკი რეგისტრირებულია.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.
