Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გზას წარმატებით განაგრძობს.
„ბრიუსელში ჩემი ოფიციალური ვიზიტი იწყება. ჩვენ შევხვდებით ნატოს უმაღლესი თანამდებობის პირებს. საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენ ამ პროგრესით განვაგრძობთ ევროატლანტიკურ გზას. ჩვენი საბოლოო მიზანი ნატოს წევრობაა“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
