როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისიდან იუწყება, დანიელსონი პრეზიდენტთან შესახვედრად ათონელის რეზიდენციისკენ უკვე გაემართა.
რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მათი ინფორმაციით, დანიელსონისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი, რომელიც დღეს ბრიუსელში უნდა დაბრუნებულიყო, საქართველოში დარჩა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრებს აგრძელებს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, თბილისში ჩამოსვლის პირველ დღეს უკვე შეხვდა.
(ipn)
