მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, გ.ა.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტოტრანსპორტის დეტალური დათვალიერების შედეგად, 7 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი გამოვლინდა,-ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 10600 ლარი შეადგინა.
როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 10600 ლარი შეეფარდა.
(ipn)
