საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუნდის გადაწყვეტილებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა ჩაერთვებიან.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო.
ცნობისთვის, საქართველოში 3-დღიანი ვიზიტით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს ჩამოვიდა.
(report)
