“ამჟამად ჩვენი მთავარი ამოცანაა გათავისუფლებული ტერიტორიების აღდგენა“.
InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 11 მარტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალ პრეზიდენტი, ოდილ რენო-ბასონ და ბანკის მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან გამართულ ვიდეო კონფერენციაზე განაცხადა.
„ სომხეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციის შემდეგ, 25 წელზე მეტი ხნის, თითქმის 30 წლის განმავლობაში ყველაფერი გაანადგურებულა. უცხოელი დიპლომატები და მედიის წარმომადგენლები არაერთხელ სტუმრობდნენ განთავისუფლებულ ტერიტორიებს და მოწმეები გახდნენ განადგურებულ ყველაფერს. განადგურებულია ქალაქები და სოფლები. ჩვენ, ჩვენი ხალხის სამშობლოში დასაბრუნებლად და მილიონზე მეტი ყოფილი დევნილის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველსაყოფად 10 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტის ტერიტორიის აშენება მოგვიწევს. ასე რომ, ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა და შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადავდგეთ. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციის ხელმოწერიდან მხოლოდ ოთხი თვეა გასული, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა. ჩვენ ახლა ვაშენებთ საერთაშორისო აეროპორტს, ვაშენებთ მაგისტრალებს, ვაშენებთ რკინიგზას. ამ წლის ბოლოსთვის ყარაბაღის ტერიტორიაზე სამუშაოები 100 დასრულებას ვგეგმავთ. ჩვენ კიდევ მრავალი გეგმები გვაქვს.
რა თქმა უნდა, ამ საკითხებში ჩვენ ვენდობით ევროკავშირის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობას. მე გათავისუფლებული მიწები" მწვანე ენერგიის ზონად გამოვაცხადეთ. ჩვენ ვგეგმავთ გამოვიყენოთ ძირითადად განახლებადი ენერგიის, წყლის, მზის და ქარის წყაროები. ჩვენ ენერგიის სფეროში დიდი საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გვაქვს. სხვათა შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მონაწილეობს ამ საინვესტიციო პროექტების დაფინანსებაში. ვიმედოვნებთ, რომ იგივე გამოცდილება გამოყენებული იქნება გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, რადგან ენერგიის განახლებადი წყაროების მხრივ დიდი პოტენციალი არსებობს. ეს აზერბაიჯანისა და რეგიონის განვითარების ახალი პერიოდი ან თუნდაც ახალი ხანაა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ, რომელიც თითქმის 30 წელი გაგრძელდა, რეგიონში განვითარების, რეგიონული თანამშრომლობისა და კავშირის ახალი შესაძლებლობები არსებობს. აზერბაიჯანი ამისთვის მზად არის. მე ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დატოვოთ თანამშრომლობისა და მტრობის გვერდი და გულწრფელად ვიმუშაოთ მეზობლებთან რეგიონში უკეთესი და პროგნოზირებადი ვითარების უზრუნველსაყოფად. ასე რომ, ეს მხოლოდ მცირე რეზიუმე იყო იმისა, თუ რა გავაკეთეთ და რა გეგმები გვაქვს. რა თქმა უნდა, დისკუსიების დროს უფრო დეტალურად განვიხილავთ ჩვენი სამომავლო პარტნიორობის პრაქტიკულ ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ გმადლობთ ამ საინიციატივო შეხვედრისთვის”- ილჰამ ალიევი.
.jpg)