მისი თქმით, ვაქცინაცია Astrazeneca-ს ვაქცინით დაიწყება და Pfizer-ს აღარ დაელოდებიან, რადგან ეს ორი პროცესი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს“.
„მას შემდეგ, რაც ტვირთი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, ამასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ხვალ და ზეგ კიდევ მოგაწვდით, მოხდება მისი უსაფრთხო ტრანსპორტირება იმ შესაბამის დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია იგეგმება, ჩვენ უკვე დავიწყებთ ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციას Astrazeneca-ს ვაქცინით და რა თქმა უნდა, Pfizer-ს არ დაველოდებით, რადგან ეს ორი პროცესი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.
(imedi)
