"საქართველო შაბათიდან კორონავირუსის ვაქცინებს დაჩქარებული ტემპით ეტაპობრივად მიიღებს"
InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რამდენიმე წუთის წინ დაწყებული საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველოში ვაქცინა დაჩქარებული ტემპით შემოვა. ვაქცინების ქვეყნანაში შემოსვლის თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით. ასე, რომ შაბათიდან ანუ 13 მარტიდან საქართველოში ვაქცინები ეტაპობრივად მოეწოდება“ – განაცხადა ტიკარაძემ.
ტიკარაძის განმარტებით, ქვეყანა პირველ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზას მიიღებს.
