კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

ამირან გამყრელიძე - მთავარია პირბადის ტარება, დისტანცია, დიდი შეკრებებისთვის თავის არიდება, თუ ამას არ დავიცავთ, არის რისკი, რომ ეპიდსიტუაცია ისევ გაგვიუარესდეს

50
ამირან გამყრელიძე - მთავარია პირბადის ტარება, დისტანცია, დიდი შეკრებებისთვის თავის არიდება, თუ ამას არ დავიცავთ, არის რისკი, რომ ეპიდსიტუაცია ისევ გაგვიუარესდეს
მოსასმენად დააჭირეთ

ბოლო ერთი კვირაა, ვაკვირდებით, რომ დადებითობის მაჩვენებელი კვლავ მცირედით, მაგრამ იმატებს, პარალელურად პირბადის ტარების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა 43%-ზე, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს საგანგაშო სიგნალია იმისა, რომ…

ბოლო ერთი კვირაა, ვაკვირდებით, რომ დადებითობის მაჩვენებელი კვლავ მცირედით, მაგრამ იმატებს, პარალელურად პირბადის ტარების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა 43%-ზე, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს საგანგაშო სიგნალია იმისა, რომ შეიძლება კვლავ მოხდეს ეპიდსიტუაციის გაუარესება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტთან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ინსტიტუტი პროგნოზირებაში. მათ ეგზავნებათ ყოველკვირეულად ჩვენი მონაცემები და მათ მიერ დადგენილი ალგორითმის მიხედვით, გარკვეულ პროგნოზირებას აკეთებენ. ასევე სხვადასხვა მეთოდებით და მათ შორის „გუგლის“ პლატფორმის საშუალებით ითვლება, რაზეც ვსაუბრობთ, პირბადის ტარების მაჩვენებელი და კიდევ სხვა გამოკითხვები კეთდება მათ მიერ. ამ ინსტიტუტის მონაცემებით, მაქსიმალურს მივაღწიეთ 72% პირბადის ტარების მაჩვენებლით, რომელიც კარგი იყო, როცა ხალხმა დაიჯერა რომ პირბადეს აქვს ძალიან სერიოზული დამცველობითი ფუნქცია. სასურველი იყო, რა თქმა უნდა, ავსულიყავით 95%-ზე, ამის საფუძველზე უფრო ადვილია შემსუბუქების პროცესის გატარება ან ზოგადად მარეგულირებელი ღონისძიებების დაცვა. მოგეხსენებათ, რომ სტაბილიზაციის ფაზაში ვართ. ეპიდსიტუაცია სტაბილიზებულია ქვეყანაში. მოყოლებული დეკემბრის მეორე ნახევრიდან, თანდათანობით შემცირდა მაჩვენებელი. ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ გადაიდგა ნაბიჯები ეკონომიკის მეტი გახსნისკენ და გარკვეული შეზღუდვების მოხსნის. მაგრამ ბოლო ერთი კვირაა, ვაკვირდებით, რომ დადებითობის მაჩვენებელი კვლავ მცირედით, მაგრამ იმატებს. ერთი თვის განმავლობაში, ჩვენ 500-ს ქვემოთ ვიყავით, გვქონდა შემთხვევები 200-ს ქვემოთაც და დღეს ისევ გადავცილდით 500-ს. პარალელურად პირბადის ტარების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა 43%-ზე. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს საგანგაშო სიგნალია იმისა, რომ შეიძლება კვლავ მოხდეს ეპიდსიტუაციის გაუარესება, მით უმეტეს საკმაოდ ინტენსიური გახსნების ფონზე. ამიტომ ჩვენი ყოველდღიური მოწოდება არის რომ ყველამ დავიცვათ არსებული რეკომენდაციები“,- აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მთავარია პირბადის ტარება, დისტანცია და დიდი შეკრებებისთვის თავის არიდება.

„თუ ამას არ დავიცავთ, რა თქმა უნდა, არის რისკი იმისა, რომ ისევ გაგვიუარესდეს ეპიდსიტუაცია და ამის პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა. იმ თვალსაზრისით, რომ დადებითობის მაჩვენებელი ჯერ, ბოლო 14 დღის არ შეცვლილა, მაგრამ დღეს უკვე 2%-ს ასცილდა როცა ქვემოთ ვიყავით. მინდა, ვთხოვო მოსახლეობას, იყვნენ ყურადღებით და გაუფრთხილდნენ იმ მონაპოვარს, რაც ამ ორი თვის განმავლობაში მივიღეთ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის თვალსაზრისით. გავუფრთხილდეთ, რადგან მარტი და აპრილი რესპირაციული ინფექციების თვალსაზრისით კრიტიკული თვეებია. კორონავირუსთან ერთად სხვა ვირუსები ცირკულირებს, მაგრამ წამყვანი არის კორონავირუსი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო:. Pirveli arxi

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →