„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს ითქვა, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საუკეთესო გზა ახალი არჩევნებია.
„ევროპარლამენტში იყო საუბარი როგორც ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე, ასევე იმაზე, რომ ახალი არჩევნები, სავარაუდოდ, კრიზისის განმუხტვის საუკეთესო გზაა. ბევრად მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, ხოლო რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს დიალოგი იყოს წარმატებული. მოლაპარაკებებზე ჩვენ საბოლოოდ კომპრომისული შეთავაზებები წარვადგინეთ“, - განაცხადა სამადაშვილმა.
(imedi)
