„რესტორნების მუშაობა, ანუ სრულყოფილად გახსნა (შაბათ-კვირას ფუნქციონირება, ცოცხალი მუსიკა, კომენდანტის საათის გადაწევა) ეპიდემიოლოგების მხრიდან მაისის ბოლოსთვის დაგეგმილი იყო“.
InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.
„რესტორნების მუშაობა, ანუ სრულყოფილად გახსნა (შაბათ-კვირას ფუნქციონირება, ცოცხალი მუსიკა, კომენდანტის საათის გადაწევა) ეპიდემიოლოგების მხრიდან მაისის ბოლოსთვის დაგეგმილი იყო. შესაბამისად, ახლა რომ გავიხსენით, ნიშნავს რომ რაღაცას მივაღწიეთ და წინ ვართ. 2 კვირის განმავლობაში მოხდება დაკვირვება. თუ კოვიდ სიტუაცია არ გაუარესდა ამ შემთხვევაში აუცილებლად მიიღება ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მუშაობის საშუალების და კომენდანტის საათის გადაწევის საკითხი. ასევე მიიღება აპრილის დასაწყისში მუსიკის დაშვების შესაძლებლობაც“- ბურჯანაძემ.
მისი თქმით, დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის კვების ობიექტების ლიკვიდაცია, რადგან 10 ათასი ობიექტიდან 6 ათასი რესტორანი საქართველოში აღარ ფუნქციონირებს.
შეგახსენებთ, რომ 1 მარტიდან ბათუმში, ხოლო 8 მარტიდან საქართველოს მასშტაბით რესტორნების შიდა სივრცეები გაიხსნა.
