InterPress.ge იუწყება, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოდან 39 870 აშშ დოლარის ცოცხალი ყვავილები გავიდა, ხოლო 2019 წელს კი - 28 830 აშშ დოლარის.
რაც შეეხება იმპორტს, 2019 წელს საქართველომ 2,531 მლნ დოლარის, ხოლო 2020 წელს - 1,518 მლნ აშშ დოლარის ყვავილები შეიძინა.
2020 წელს იმპორტი შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა:
თურქეთი - 221 550 აშშ დოლარი;
ირანი - 9 690 აშშ დოლარი;
ეკვადორი - 441 640 აშშ დოლარი;
კენია - 233 730 აშშ დოლარი;
ნიდერლანდი - 162 080 აშშ დოლარი;
ინდოეთი - 5 450 აშშ დოლარი;
კოლუმბია - 30 890 აშშ დოლარი;
სომხეთი - 413 250 აშშ დოლარი;
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველო ცოცხალ ყვავილებს სამ ქვეყანაში ყიდის:
უკრაინა- 23 540 აშშ დოლარი;
სომხეთი - 4 430 აშშ დოლარი;
რუსეთი -11 900 აშშ დოლარი.
