სანქციებსა და რეზოლუციებს არ ველოდებით და არ იქნება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. კითხვა ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებს ეხებოდა.
„შეფასებები ჩვენ ვნახეთ, მათ შორის კრიტიკული და აბსოლუტურად ადეკვატურად შეხვდა საქართველო ამ შეფასებებს, მათ შორის კრიტიკასაც. პასუხებიც გაეცა ყველა კითხვას და ბოლო დღეების პათოსი ვიცით, მათ შორის ჩვენი მეგობრების. რაც შეეხება ნეგატიურ გადაწყვეტილებებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, ასეთი არ იქნება. ნანატრი სანქციები, რაზეც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ოცნებობენ, არ იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
(imedi)
