დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წინ კომპანია „ აკელიკის“ თანამშრომლების მიერ აქცია გაიმართა.
InterPress.ge - ს ინფორმაციით, აქციის მთავარი მიზანი თანამშრომლების ხელფასების გადაუხდელობა იყო.
აქციის მონაწილეების განცხადებით, 2 წელია მათ ხელფასები სისტემატურად არ ირიცხება და ბოლო ხელფასის ნაწილი ნოემბერშია ჩარიცხული.
„ ნოემბრის თვის 5 დღის თანხა ჩაგვირიცხეს, მას მერე ხელფასი არ გვინახია. ჩვენ ჩვენი შრომის ანაზღაურებას ვითხოვთ. უკვე რამდენი თვეა გვატყუებენ“- აქციის მონაწილე რამინ მურადოვი.
„ ჩვენ სხვა მიზეზი არ გვაქვს. ჩვენ ხელფასებს ვითხოვთ. უკვე 2 წელია ასეა. ჩვენ ამ დროის განმავლობაში ნორმალური ხელფასი როდის ჩაგვირიცხეს არ გვახსოვს. ხელფასებისთვის მსგავსი აქციები მრავალჯერ გავმართეთ. ეს ასე როდემდე გაგრძელდება?“- აქციის მონაწილე.
გამართულ აქციას აჰმედ იმამგულიევმაც შეუერთდა და აქციის მონაწილეებს მხარი დაუჭირა. ის ამ პრობლემის გამო ზაურ დარგალი დაადანაშაულა.
„თანამშრომლების ხელფასების გადაუხდელობის მიზეზი კომპანიისა და დღევანდელი ხელისუფლების თანამშრომლობაა. დღეს ამ ხალხის ხელფასები თუ არ ირიცხება ეს ხელისუფლების ბრალია. წინასაარცევნო პერიოდში ზაურ დარგალმაც შეხვედრებზე ხალხს არსებული პრობლემების გადაჭრას პირდებოდა, მაგრამ დღეს ის ხალხის გვერდზე არ დგას. არ იფიქროს, რომ ხალხი მათი მონაა“- აჰმედ იმამგულიევი.
კომპანია „ აკელიკის“ წარმომადგენელი ელვინ ჯალილოვი ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თანამშრომლების ხელფასები 1 კვირის განმავლობაში ჩაირიცხება.
„ თანამშრომლების ხელფასები 1 კვირის განმავლობაში ჩაირიცხება“- ელვინ ჯალილოვი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ქენან ომაროვმა აქციის მონაწილეებს შეხვდა . მან აღნიშნა, რომ კომპანია „ აკელიკთან“ მოლაპარაკებები შედგა და თანამშრომლებს ხელფასები 1 კვირის განმავლობაში ჩაირიცხება“.
„ შეგახსენებთ, რომ კომპანია „ აკელიკთან“ მოლაპარაკებები განხორციელდა და 1 კვირის განმავლობაში ხელფასები ჩაგირიცხებათ. ჩვენც თქვენთან ერთად ამ პრობლემის მოგვარებას მოვითხოვთ“- - ქენან ომაროვი.
.jpg)


.jpg)