"თბილისში, დიდ დიღომში მამაკაცი მოკლეს და ასევე ერთი პირია დაჭრილი. საზარელი შემთხვევა წუხელ მოხდა".
InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან განაცხადეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
