InterPress.ge იუწყება,რომ ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
სამინისტროს განცხადებით შეხვედრაზე სამხედრო, სამხედრო-ტექნიკურ, სამხედრო-საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის ტრადიციული მეგობრობისა და ორმხრივი ნდობის, აგრეთვე აზერბაიჯან-პაკისტანის ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობაზე კმაყოფილება გამოხატეს.
მინისტრმა სტუმრებს აზერბაიჯანის არმიის მიერ ჩატარებული წარმატებული სამხედრო მოქმედებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა,რომ ამ ომში აზერბაიჯანის არმიის მიერ მიღებული საბრძოლო გამოცდილების მრავალი ქვეყნის ჯარისა და საერთაშორისო სამხედრო ექსპერტების მიერ შესწავლა ხდება
გენერალ-პოლკოვნიკმა ჰასანოვმა პაკისტანის ხელმძღვანელობასა და ხალხს, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩათვლით, აზერბაიჯანის სამართლიანი პოზიციის მხარდაჭერისთვის, აგრეთვე ჩვენი ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარებისა და მორალური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
გენერალმა ნ. რაზამ კიდევ ერთხელ მადლიერება გამოხატა თბილი მიღებისთვის და აღნიშნა, რომ პაკისტანელი სპეციალისტები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ განთავისუფლებული ტერიტორიების ნაღმებისა და აფეთქებული ტყვიების გაწმენდის პროცესში. გენერალმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას აქვს საკმარისი პოტენციალი სამხედრო თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ დონეზე ასასვლელად.
