”ჩვენ გვაქვს სამხედრო თანამშრომლობის დიდი პოტენციალი და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თქვენს კოლეგებთან ერთად ჩვენს სამომავლო გეგმებს განიხილავთ".
InterPress.ge იუწყება,რომ ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 3 მარტს პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის გენერალ ნადიმ რაზას დელეგაციასთან ვიდეო კონფერენციის დროს განაცხადა.
”ჩვენ უკვე პაკისტანის თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქტებს ვიცნობთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ პაკისტანიდან სამხედრო ტექნიკა მივიღეთ და ამ პროცესის გაგრძელება გვსურს. ამავე დროს, ჩვენ ვფიქრობთ ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე. ვფიქრობთ, ამის დრო უკვე მოვიდა ” -ილჰამ ალიევი
