იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ რაიმე პროვოკაცია, მივიღეთ ასეთი ზომა, დავგეგმოთ ისეთი აქციები, რომ რაც შეიძლება ნაკლებ კონტაქტში შევიდეთ პოლიციასთან და ხელისუფლებასთან, , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„თუ ადრე ვფიქრობდით პიკეტირებაზე და მისი აზრი იყო ყურადღების მიქცევა, ხმის გაგონება ხელისუფლებისთვის, გადავალთ მანიფესტაციაზე ტრანსპარანტებით, ქუჩაში ავტომობილებით მოძრაობაზე, საყვირის ხმის გაგონებაზე ხელისუფლებისთვის და ა.შ“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
(imedi)
