"შესაძლოა, ხვალ დაგეგმილი აქცია განსხვავებული ფორმატით გაიმართოს, რაც ავტომობილებით მსვლელობას მოიცავს".
InterPress.ge იუწყება,რომ ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს.
შეგახსენებთ,რომ "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა საკოორდინაციო ხასიათისაა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დაგეგმილი აქციების ფორმატთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ.
