03 
მარ
2021
10:23
15

ჯანმო - კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 7%-ით გაიზარდა

"გასული კვირის განმავლობაში მსოფლიო მაშსტაბით კორონავირუსის 2.6 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. მომატებული შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით, 7%-ით მეტია".

InterPress.ge იუწყება,რომ შემთხვევების მომატების შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნული, შემთხვევებმა მოიმატა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (14%), სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (9%), ევროპაში (9%) და ამერიკაში (6%).

ჯანმო-ს ინფორმაციით, ინფიცირების ყველაზე მეტი რაოდენობა შემდეგ 5 ქვეყანაშია დაფიქსირებული : აშშ-ში (472 904 ახალი შემთხვევა), ბრაზილიაში (373 954 ახალი შემთხვევა), საფრანგეთში (149 959 ახალი შემთხვევა), იტალიასა (112 029 ახალი შემთხვევა) და ინდოეთში (105 080 ახალი შემთხვევა).

რაც შეეხება სიკვდილიანობის შემთხვევებს, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით 63 000-მდე ადამიანი დაიღუპა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 6%-ით ნაკლებია.

Bizimlə əlaqə saxlayın



ჟურნალისტი

Aidə Rüstəmova

Digər xəbərlər