დავით გარეჯის ქუჩაზე "ბეემვეს" მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავარდა, ელექტროსადენების ბოძს დაეჯახა და რამდენჯერმე გადატრიალდა.
თვითმხილველები ყვებიან რომ დაშავდა ავტომობილში მყოფი 2 ადამიანი. ახალგაზრდებმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოახერხეს და შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
