სეულში გამოფენა "საქართველო მეღვინეობის აკვანი" გაიმართება
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში 3 მარტიდან - 1 აპრილამდე კორეის ფონდის გალერეაში გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ მოეწყობა.
InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ „ღვინის ეროვნული სააგენტომ“ განაცხადა.
სააგენტოს ცნობით, გამოფენაზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების ფოტო ნიმუშები, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭლის, ოქრომჭედლობის ნიმუშები, მარნის, ქვევრის და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ამსახველი ნამუშევრები, ასევე ეროვნული მუზეუმის ფოტო არქივი წარმოდგენილი იქნება, გამოფენა დამთვალიერებლებს საქართველოში ღვინის დამზადების 8 000 წლიან უწყვეტ ტრადიციას გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.
ქართული ღვინის უნიკალური ისტორიისა და კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში, კორეის ფონდით ორგანიზებით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება.


