დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამირან გამყრელიძეს თანამდებობის დატოვება მოუწევს. როგორც Report.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და გამყრელიძე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
ცნობისთვის, "სტრატეგია აღმაშენებელის" ერთერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ამირან გამყრელიძის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან გადაყენება განიხილება.
(report)
