ჩემი ვიზიტი იმართება საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე. როდესაც გამწვავებული კრიზისია, რა თქმა უნდა, ეს აშფოთებს ევროკავშირს და პირადად მეც, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებსაც გაუსვა ხაზი, რაც ასოცირების შეთანხმებაშია ასახული.
„ევროკავშირი ყველა მხარეს მოუწოდებს, რომ ვითარების გასანეიტრალებლად, ინტენსიურად იმუშაონ. ეს იქნება პასუხისმგებლიანი მოქმედება. მოვუწოდებ ოპოზიციასა და მთავრობას დიალოგისკენ. დღის მეორე ნახევარში, საშუალება მექნება, მქონდეს გულწრფელი და ღია საუბარი პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებთან. ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს აუცილებლად „ლიდერშიფს“, ყველა მხარის ჩართულობას.“ - აღნიშნა შარლ მიშელმა.
(report)
