აზერბაიჯანის რესპუბლიკის განთავისუფლებულ ტერიტორიებზე ქართველი ჟურნალისტებისა და ექსპერტების ვიზიტი განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით.
InterPress.ge იუწყება, რომ ვიზიტი დაიწყო 27 თებერვალს და გაგრძელდება 2021 წლის 1 მარტამდე.
საქართველოს წამყვანი არხების - პირველი არხის, მთავარ არხის, იმედის და POS TV სატელევიზიო არხების ჟურნალისტები გადაიღებენ გათავისუფლებულ აღდამის, ხოჯავენდის, ფიზულის, ჯაბრაილის, ზანგილანის, გუბადლის, აღდარასა და კალბაჯარის რეგიონებში, ასევე სუგოვუშანსა და ისტისუში.
