როგორც report.ge-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოფი მიუსაფარ ძაღლებს დაუდასტურდა.
,,იანვარში დაფიქსირდა ცოფის 2 შემთხვევა მიუსაფარ ძაღლებში. დღეისათვის ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის სავალდებულო ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარებულია", - განუცხადეს report.ge-ს სეს-ში.
