ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ „ოპელის“მარკის მანქანას დაეჯახა. შეჯახების შედეგად სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი მგზავრი, ხოლო ოთხი ადამიანი მიყენებული ტრამვებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს” კლინიკალაში გადაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. შემთხვევის ადგილზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
(imedi)
