კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში იკლებს ახალი შემთხვევების, სიკვდილიანობის, დადებითობის და ჰოსპიტალების დატვირთვის მაჩვენებელი

11
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში იკლებს ახალი შემთხვევების, სიკვდილიანობის, დადებითობის და ჰოსპიტალების დატვირთვის მაჩვენებელი
მოსასმენად დააჭირეთ

ქვეყანაში იკლებს 100 000 მოსახლეზე ახალი შემთხვევების, სიკვდილიანობის, დადებითობის და ჰოსპიტალების დატვირთვის მაჩვენებელი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ…

ქვეყანაში იკლებს 100 000 მოსახლეზე ახალი შემთხვევების, სიკვდილიანობის, დადებითობის და ჰოსპიტალების დატვირთვის მაჩვენებელი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის დასტაბილურების მიუხედავად, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ვირუსი არ გამქრალა.

გამყრელიძის განცხადებით, მოსახლეობაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 72-დან 62 პროცენტამდე შემცირდა, რაც ცუდია.

„ბოლო ორი თვის განმავლობაში ეპიდსიტუაცია სტაბილურდება. ქვეყანაში ყოველდღიურად იკლებს 100 000 მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის, ჰოსპიტალების დატვირთვის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ანუ ეპიდსიტუაცია გაცილებით გაუმჯობესებულია, თუ მას შეადარებთ დეკემბერს, ნოემბერს, ოქტომბერს, მაგრამ ამავე დროს, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ვირუსი არსად გამქრალა. ისევ შეინიშნება მოდუნების ნიშნები, პირბადის ტარების მაჩვენებელი 72-დან 62 პროცენტზე ჩამოგვივარდა, რაც ცუდია. პირიქით, უნდა ავწიოთ 95-ზე. მარტო პირბადის ტარების მაჩვენებელი თუ ავწიეთ, არ იქნება საშიშროება, მიუხედავად ამ ახალი შტამების ცირკულაციისა და გარკვეული შემსუბუქებისა. ყველა წესს თუ დავიცავთ, ეპიდსიტუაციას არ გავაუარესებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებასთან ერთად, ვაქცინაციის პროცესი ქვეყანას საშუალებას მისცემს, ეპიდემიას წლის ბოლოსთვის წერტილი დაუსვას.

„პირბადე, დისტანცია, ხელების დაბანა და იმედი მაქვს, რომ მალე ვაქცინაციას დაიწყებს ქვეყანა – ყველაფერი ეს ერთობლიობაში მოგვცემს საშუალებას, რომ მოვერიოთ ამ გამოწვევას, ანუ წლის ბოლოსთვის საქართველოში ეპიდემიას წერტილი დავუსვათ. ამ შეზღუდვებმა ეკონომიკას ძლიერი დარტყმა მიაყენა. საჭიროა, ეკონომიკას ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს, მეორე მხრივ, სასწორის პინაზე დევს ადამიანების ჯანმრთელობა. დანის პირზე უნდა ვიაროთ და უნდა დავაკვირდეთ, ერთი კვირის თავზე როგორი გვექნება ეპიდსიტუაცია და ამის შემდეგ გადაიდგას მეორე ნაბიჯი. ანუ ყველაფერი უნდა მოხდეს ეპიდსიტუაციის მკაცრი მონიტორინგის და რეგულაციების მკაცრი აღსრულების ფონზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ე.წ. ბრიტანულ შტამს, მისი ინფორმაციით, საქართველოში ახალი შტამი სამ ადამიანს დაუდასტურდა, მათთან კონტაქტი კი 31 პირს ჰქონდა.

„დიახ, იქნება ბრიტანული ან სხვა შტამები, მაგრამ ყველა რეკომენდაციას თუ დავიცავთ, ბრიტანული შტამით ეპიდემია არ გვექნება“, – აღნიშნა მან.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →